English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ზურაბ გარაყანიძე ნატა გარაყანიძე
ევროკავშირის „სამხრეთისგაზისდერეფნის“ მთავარიგამოწვევები

რეზიუმე

ბოლო წლებში სულუფრო აქტუალური ხდება  ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში დიდი რაოდენობით ექსპორტი. ლიტვასა და პოლონეთში აგებულმა სპეციალურმა რეგაზაციის ტერმინალებმა 2016 წელს უკვე პირველი ამერიკული გათხევადებული გაზით სავსე ტანკერები მიიღეს. ეს, ერთის მხრივ, სასიხარულოა – ბრიუსელი ხომ ნაკლებად იქნება გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე და “ხელები გაეხსნება” ისტორიული  “აღმოსავლეთისპარტნიორობის” პროგრამის განხორციელებისთვის. ამის გამო ზოგიერთ პუბლიკაციაში ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ “პანაცეადაა” მიჩნეული. მეორეს მხრივ კი ამ მოვლენას საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შეფერხება შეიძლება მოჰყვეს, რადგან ამითა შშ-ს მოწინავე ენერგო კომპანიების ყურადღება სულ უფრო მეტად გადადის კასპიის პირეთიდან საკუთრივ ამერიკული საბადოების ათვისებაზე... გარდა ამისა, სტატიაში ავტორები გამოყოფენ კიდევ ექვს გეოეკონომიკურ გამოწვევას, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი იქნება ქართული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების უმთავრესი პრინციპების შემუშავებისას.